საზოგადოება
ახალციხეში სურსათის უვნებლობაზე შეხვედრა გაიმართა
დღეს, 2 აგვისტოს, ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სურსათის უვნებლობაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ღონისძიებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის პირველ ნაწილში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრეებს მათი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, შემდეგ კი მოქალაქეების კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის მთავარი მიზანია მეტი ინფორმაციის მიწოდება სურსათის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებზე.

ახალციხის გარდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ ათ ქალაქშია დაგეგმილი.


| Print |