საზოგადოება
ტურისტული აიპის თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი გრძელდება
ა(ა)იპ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლების შესარჩევად, კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. დღეს, 5 აგვისტოს, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას 12 აპლიკანტი გაივლის. აქედან მათგან 2 აღმასრულებელი დირექტორის, 5 პროექტების მენეჯერისა და 5 პიარ-მენეჯერის პოზიციაზეა წარმოდგენილი.

ორგანიზაციის თანამშრომლების შერჩევა 17 ივლისს დაიწყო.

გასაუბრებას მოწვეული რეკომენდატორები USAID-დან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ესწრებოდნენ. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე ორჯონიკიძის თქმით, შერჩეული კანდიდატები პოზიციებზე კვირის ბოლოს დაინიშნებიან.

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. DMO-ს მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.



| Print |