საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

 

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.

"7 და 8 აგვისტოს, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დღეს, დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +23-28 გრადუსი იქნება, 7 აგვისტოს კი ცოტა მოიმატებს, მოსალოდნელია +24-29 გრადუსი, ხოლო 8 აგვისტოს ტემპერატურა +32 გრადუსამდე გაიზრდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 7 აგვისტოს ტემპერატურა +24-29 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 8 აგვისტოს +27-32 გრადუსია მოსალოდნელი.

დღეს თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ხოლო 8 აგვისტოს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, +30 გრადუსის ფარგლებში“,
- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

 

| Print |