საზოგადოება
ახალციხეში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში, აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა იოანემ.

ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა.

რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან შვიდი მეომარი დაიღუპა.

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

| Print |