საზოგადოება
სახალხო დღესასწაული "ზეკარობა“ აღარ გაიმართება
10 აგვისტოს დაგეგმილი საერთო - სახალხო დღესასწაული "ზეკარობა 2019" აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება ადიგენის და ბაღდათის მუნიციუპალიტეტების თვითმმართველობამ მიიღო.

ადიგენის მერია მიზეზად ბაღდათში, 6 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ასახელებს, რა დროსაც ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მეგობრობის ნიშნად, „ზეკარობას“ საფუძველი 2015 წლის 9 აგვისტოს ჩაეყარა. მას შემდეგ დღესასწაული ყოველ წელს იმართებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ეწყობა დოღი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მზადდება სამცხე–ჯავახცეთისა და იმერეთისთვის დამახასიათებელი კერძები.

| Print |