საზოგადოება
ივლისში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 24 ფაქტი დაფიქსირდა
1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 41 ფაქტი, იმერეთში - 32, სამცხე-ჯავახეთში - 24, ქვემო ქართლში - 19, გურიაში - 12, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 12, შიდა ქართლში - 11, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 5-5 ფაქტი დაფიქსირდა, თბილისში - 1.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 160 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 56 ფაქტი და ამოღებულია 30 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 86). შემდგომი რეაგირებისთვის მასალები შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |