საზოგადოება
გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონი გახდა
დღეს, 10 აგვისტოს, თბილისში, ბოქსის ევროპის უმცროსი ჩემპიონატზე, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლემ, გორკ აივაზიანმა, დაამარცხა მეტოქე და ბოქსის ჩემპიონატში ევროპის უმცროსი ჩემპიონი გახდა.

ამ ტურნირში გორი პირველი ჩემპიონია საქართველოდან.  ევროპის ჩემპიონატი თბილისში პირველად ტარდება, სადაც გორ აივაზიანი ახალქალაქს წარმოადგენს.

გორ აივაზიანმა  ირლანდიის წარმომადგენელი დაამარცხა და ამით  ევროპის ჩემპიონი გახდა. იგი  41.5 კგ. წონით კატეგორიაში იბრძვის.
| Print |