საზოგადოება
ახალციხეში გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი განიხილეს
გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი, რომელიც ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა, ახალციხეში განიხილეს. თვითმმართველობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, ახალი კოდექსის შინაარსი გარემოსდაცვითმა ექსპერტმა განუმარტა. გია ჟორჟოლიანი კანონის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული.

შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. მისი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით, ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი ჩართულობის უზრუნველყოფაა.

პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით „მწვანე დედამიწა საქართველო“ ახორციელებს. პროექტში ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ტარდება.

| Print |