საზოგადოება
ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია, მეხანძრეები ლიკვიდაციაზე მუშაობენ (video)
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველები კერების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ადგილზე რჩება ოთხი სახანძრო მანქანა.

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისა და საკრებულოს თანამშრომლები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. მათი ინფორმაციით, ხანძარმა დააზიანა ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ხანძრის გამო გადაკეტილია დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩები. სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. პოლიციის მიერ გავლებული ყვითელი ლენტის გამო, მოქალაქეებს და ავტომობილებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ.

| Print |