საზოგადოება
სინოპტიკოსები, 3 სექტემბრამდე, მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ

„მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.“

გარემოს ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძრების რისკის ზრდის თაობაზე.
| Print |