საზოგადოება
ვალეში ხელმოწერებს აგროვებენ
ვალის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს. ადგილობრივები, ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს ფიტნეს-ტრენაჟორების დადგმას თხოვენ.

მოქალაქეთა ინიციატივით, ზაზა მელიქიძის სახელზე განცხადება უკვე დაიწერა.

განცხადება ფეისბუქში, ვალეს ოფიციალური გვერდით გავრცელდა, სადაც იდეის ინიციატორები ვალელებს ხელმოწერისკენ მოუწოდებდნენ.



მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა. ვიცემერი გურამ მელიქიძის თქმით, ,,მერია ყოველთვის ითვალისწინებს მაცხოვრებლების ინტერესებს, ამჟამად მიმდინარეობს ტრენაჟორების შესყიდვის სატენდერო პროცედურები, უახლოეს პერიოდში ვალეს ექნება ფიტნესის ტრენაჟორი".
| Print |