საზოგადოება
"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" (ვიდეო)
პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ დაიწყო, რომელიც ომში და სამშვიდობო მისიებში დაზარალებულთათვის სხვადასხვა აქტივობების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ბორჯომის რაიონის სოფელ ჩითახევში მოეწყო კარვების ბანაკი, სადაც 8 დღის განმავლობაში ჯომარდობის, პეინტბოლისა და შვილდოსნობის ტურნირები გაიმართება. ღონისძიებებში სამხედროებთან ერთად რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან. „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ შეზღუდული შესაძლებობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დამკვიდრებული სტერეოტიპის მოშლას ითვალისწინებს.

| Print |