საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ზანავი, ვარდგინეთი, ბეშეთი.
12:00-დან 17:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხიზაბავრა, სარო, ნიჯგორი, აწყვიტა, ტოლოში.
12:00-დან 17:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ახალქალაქი-ვაჩიანის გზადკეცილი.
11:00-დან 18:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |