საზოგადოება
ახალციხეში მერიის ღია მონაცემების სტრატეგიაზე იმსჯელეს
დღეს, 4 სექტემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ქალაქში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს ახალციხის მერიის მიზნები და ამოცანები.

შეხვედრის მიზანი იყო ახალციხის მერიის 2019-2022 წლების ღია მონაცემების სტრატეგიისა და 2019-20 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსმენა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისგან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისგან, ბიზნესისგან, მედიისა და აკადემიური წრეებისგან.

შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით ჩატარდა.

| Print |