საზოგადოება
“ვგეგმავთ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას“- ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებაში საპატრულო ეკოპაების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ კანდიდატმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, ავამოქმედებთ ექსპრესს მომსახურების მობილურ სერვის ცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით.
საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრესს მომსახურების მობილურ სერვის ცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები”
, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.
| Print |