საზოგადოება
ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

 

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადურს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე ეკავა. 2016 წლის დეკემბრიდან კი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
| Print |