„ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“ - ახალციხის მერიამ კონკურსი დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოაცხადა. გენდერული თანასწორობის განყოფილების ინიციატივით, საკონკურსოთემად „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“ შეირჩა.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს თემაზე მომზადებული 3-5 წუთიანი ფილმი.
"ასაკზე შეზღუდვა არ გვაქვს, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა",- ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელი.
გულიკო მაღრაძის ინფორმაციით, 2 გამარჯვებული ოქტომბერში გამოვლინდება, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ყველა მონაწილე დასაჩუქრდება შიდა მეხსიერების ბარათებით.
"ჟიურში იქნებიან როგორც თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე თეატრისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც".
ფილმის გაგზავნა შესაძლებელია 23 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
591 44 96 20 - გულიკო მაღრაძე