საზოგადოება
სომხეთ-საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა

 

10 სექტემბერს სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრა ორჯერ მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველად 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მეორედ კი 4.3 მაგბიტუდის სიმძლავრის ბიძგები ორ წუთში, საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში განმეორდა.
| Print |