საზოგადოება
სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი თბილისიდან დაიწყება

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს თბილისიდან დაიწყებს

მინისტრმა ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს მზად აქვს ჰაერში ემისიებთან დაკავშირებული სანქციებისა და შემაკავებელი ზომების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის სრულყოფის მიზნით, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად მუშაობენ. 

"ავტოტრანსპორტის შემოწმება საპილოტე რეჟიმში, მხოლოდ თბილისში, ხოლო შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. სპეციალური აღჭურვილობის შეძენა უკვე დაგეგმილია. აღნიშნულ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, არსებობს კონკრეტული გეგმაც. ღონისძიებების განხორციელებისთვის, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, რაშიც პარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, „თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ანგარიშის ყველა რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა.

 

| Print |