საზოგადოება
ერთ თვეში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. ქვემო ქართლში 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი, იმერეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში17, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 9, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, აგვისტოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა.

"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“,
- ამბობენ უწყებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით აწარმოებს.
| Print |