საზოგადოება
საქართველოში საშუალო ხელფასმა 1179 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო, ყოველთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა შეადგინა 1 179.8 ლარი.

„საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია 76.3 ლარით.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასის ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი;

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი;

2019 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 419.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
| Print |