საზოგადოება
აბასთუმანში შემოვლითი გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი განიხილეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია, რა სახის გავლენას მოახდენს ახალი, შემოვლითი გზის პროექტი აბასთუმნის ფლორა-ფაუნასა და კლიმატზე. სპეციალისტების თქმით, ერთი მოჭრილი ხის ნაცვლად, მშენებელი კომპანია სამს დარგავს. ასევე იზრუნებს, რომ ფრინველებისა და გარეული ცხოველების გადაადგილებას ხელი არ შეუშალოს.
შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად, რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით, აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელი გზა დასახლებულ პუნქტზე აღარ გაივლის და ის კურორტს 6-12 კმ-ით გვერდს აუქცევს.

ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მეოწყობა 3 კმ. გვირაბი, რათა ტრანსპორტის მოძრაობამ მეცნიერების მუშაობას ხელი არ შეუშალოს.

| Print |