საზოგადოება
10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი პირია ჩამოსული

 

საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა იზრდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, რაც თითქმის 300 დასაქმებულით მეტია წინა წელთან შედარებით. ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ივლისს, 7 თვის მონაცემებით საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობს. საერთო ჯამში კი საქართველოში სულ 124 ქვეყნის მოქალაქეა სამუშაოდ ჩამოსული. 

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი პირია ჩამოსული
  • თურქეთი - 2 539
  • აზერბაიჯანი - 1 210
  • უკრაინა - 1 181
  • რუსეთი - 964
  • ირანი - 832
  • ჩინეთი - 818
  • სომხეთი - 469
  • ინდოეთი - 362
  • ყაზახეთი - 205
  • ბელორუსია - 176
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ მხოლოდ თითო-თითო ადამიანი მუშაობს, ასე გამოიყურება: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; ანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა; აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები; ბირკინა ფასო; ეთიოპიის დემოკრატიული რესპუბლიკა; ვიეტნამი; ზიმბამბვე; ისლანდია; ლიბერია; ლიბიის არაბთა ჯამახერია; ლიხტენშტეინის სამთავრო; მავრიტანია; მალტის რესპუბლიკა; მექსიკა; მონტენეგრო; ომანის სასულთანო; სენეგლი; სვაზილენდის სამეფო; სინგაპური; ქუვეითი და ჩილე.

შეგახსენებთ, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე.

წყარო: bpn.ge

 

Facebook Twitter
one signal
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 8 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 4 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2965
RUB
RUB
100
4.6397
TRY
TRY
1
0.5142
USD
USD
1
2.9661
AMD
AMD
1000
6.2431
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.