საზოგადოება
2019 წელს სამცხე-ჯავახეთში უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2019 წლის ექვსი თვის დემოგრაფიული მაჩვენებლები დაითვალა. იანვარ-ივნისის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ, დაბადებულთა რაოდენობას 220-ით გადააჭარბა. კერძოდ, ექვს თვეში, რეგიონში 810 ახალშობილი აღირიცხა, ხოლო 1 030 ადამიანი გარდაიცვალა.

საქსტატმა დაითვალა ქორწინების და განქორწინების შემთხვევბი. ექვს თვეში რეგიონში 477 ქორწინება და 105 განქორწინება დარეგისტრირდა.

სულ საქართველოს მასშტაბით, ექვს თვეში 22 945 დაბადებულია და 24 563 გარდაცვლილი.

| Print |