საზოგადოება
ვიღებთ კანაფის კაკლებს და მივდივართ სათევზაოდ
თევზაობა კაცებისათვს ერთ-ერთი საყვარელი ჰობია. კანაფის კაკლებისაგან კი შეიძლება კარგი სატყუარა გაკეთდეს, რომლის წყალობითაც ხელცარიელი არ დაბრუნდებით. მიზეზი მარტივია: კანაფი შეიცავს ამინო მჟავებს და მესამედზე მეტ სხვადასხვა სახის ზეთს. ამასთანავე კანაფის ზეთი შეიცავს ისეთ ცხიმიან მჟავებს, როგორიცაა linoleic და ალფა linoleic. ყველაფერი ეს წარმატებული თევზაობის გარანტიას იძლევა.


როგორ მოვამზადოთ სატყუარა თევზის მაქსიმალურად მისაზიდად?

პირვეელ რიგში, ეს დამოკიდებულია რა თევზის დაჭერას აპირებთ. აგრეთვე არსებობს უნივერსალური, ნებისმიერი თევზის დასაჭერად ვარგისი სატყუარა:
  • კანაფი თევზაობისთვის, რომელიც მზადაა გამოყენებისათვის;
  • კანაფის მშრალი მარცვლები;
  • კანაფის ზეთი;
  • კანაფის ფქვილი, კარგად მოხალული კაკლებისაგან;
თუ თქვენ ბოლო ვარიანტი აირჩიეთ, იგი მშვენივრად გამოდგება თეთრი თევზის დასაჭერად. მოხალული კაკლების არომატი იზიდავს თევზს.

მშრალი კაკლების მომზადება შემდეგნაირად შეიძლება: ჩაყარეთ ცოტაოდენი კაკალი თერმოსში, ჩაასხით მდუღარე წყალი და დადგით 12- სთ-ით. თუ გსურთ უფრო ძლიერი ეფექტის მიღება დაამატეთ შაქარი ან ცომის გამაფხვიერებელი. სათევზაოდ შერჩეულ ადგილზე შეგიძლიათ არა მარტო თევზის მიტყუება, არამედ მისი ანკესზე წამოცმაც.

კანაფის გამოყენება შეგიძლიათ როგორც დანამატი ტრადიციულ სატყუარაზე, მაგალითად ჭიებზე, ბურღულზე და სხვა. ხოლო კანაფის ფქვილის გონივრული დოზების გამოყენებით, მისი დამატება შეიძლება სხვადასხვა ტიპის სატყუარებზე. ეს ყველაფერი გააძლიერებს ეფექტურობას.

თუ თევზის ჭერა თქვენთვის სერიოზულ საქმიანობას წარმოადგენს, მაშინ ყოველთვის უნდა გქონდეთ კანაფის კაკლები, ის როგორც მდინარის, ისე ტბის თევზს უყვარს. თუ თქვენ სწორად შეინახავთ კანაფის კაკლებს და სწორად გააკეთებთ სატყუარას, არასდროს დაბრუნდებით შინ ნადავლის გარეშე.

წყარო: ganjateam.com

| Print |