საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთო
უნივერსიტეტის სტუდენტური თვიმმართველობის გადაწყვეტილებით, პირველკურსელებისთვის დაგეგმილ ე.წ. ,,Welcome Party-ზე“ დასწრება, ნებისმიერ სტუდენტს 5 ლარად შეუძლია. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი ხატია პარუნაშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.

Welcome Party 27 სექტემბერს, 19:00 საათზე რაბათის ციხის ფასიან ნაწილში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში სტრუდენტებისთვის იმღერებს ჯგუფი ¼. 

მანამდე, სანამ ხატიას დახმარების შესახებ გავრცელდებოდა ინფორმაცია, დაგეგმილი იყო, რომ Welcome Party მხოლოდ პირველკურსელებისთვის გაიმართებოდა და ღონისძიება უფასო იქნებოდა. სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადაწყვეტილება დღეს, 23 სექტემბერს შეცვალა.

ასევე, ნახეთ:
ხატია პარუნაშვილი ლეიკემიას ებრძვის

| Print |