საზოგადოება
წყორძაში ცუცქირიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ახალციხის სოფელ წყორძაში, ცუცქირიძეების ოთხსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს, სახურავი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. სპეციალისტები ლიკვიდაციაზე მუშაობენ.

შემთხვევა 24 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
მიზეზი, რის გამოც ხანძარი გაჩნდა, უცნობია.

| Print |