საზოგადოება
ახალგაზრდებს მეწარმეობის დაწყების შანსი ეძლევათ
18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგზარდებს, სამეწარმეო საქმის წამოწყებაში დახმარებას და გრანტს სთავაზობენ. პირობები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი 500 ახალგაზრდის გადამზადებას ცხრა მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს, მათ შორის ოთხი სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი და ნინოწმინდა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. აქედან 15 საუკეთესო იდეის ავტორს მიიწვევენ სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც დამატებით ტრენინგებს გაივლიან. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.

რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყო და 3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, გასულ წელს ორი ბენეფიციარი ჰყავდა ასპინძიდან და ადიგენიდან.

| Print |