საზოგადოება
საბჭოთა მფრინავის სახელობის ქუჩა ახალციხეში
გვარდიის უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე - ამ და სხვა დამსახურებების გამო, საქართველოს არაერთ ქალაქში ქუჩები კარლო მებაღიშვილის სახელს ატარებენ.

ახალციხის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაც სწორედ მისი სახელობისაა.

1920 წელს თბილისში დაიბადა, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი ახალციხეში გაატარა. ამის გამო, ადგილობრივები მას, როგორც ახალციხელს მოიხსენიებენ.
კარლო მებაღიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა, მათი ქუჩის ისტორია არ იციან. საბჭოთა მფრინავის შესახებ აქ მხოლოდ 91 წლის ჟენია ტატალიშვილს სმენია.

„ჩემი ძმის მეგობარი იყო, ფრენაში დაიღუპა. ახლოს არ ვიცნობდი. ვიცი, რომ კარგი პიროვნება იყო“, - იხსენებს ჟენია ტატალაშვილი.

კარლო მებაღიშვილმა მეორე მსოფლიო ომის დროს 1500 საბრძოლო გაფრენა განახორციელა, ომის დასრულების შემდგომ კი მინსკისა და ამიერკავკასიის სახელმწიფო ოლქებში მსახურობდა.

გარდაიცვალა 1949 წელს.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები


• 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
• წითელი ვარსკვლავის ორდენი
• სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
• წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)
• ლენინის ორდენი

| Print |