საზოგადოება
ახალციხე კლიმატის ცვლილებების კვირეულში ჩაერთო
საქართველოში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრმა“ სემინარი ჩაატარა. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, თუ როგორი გავლენა აქვს ენერგოეფექტურობას კლიმატის ცვლილებებთან. ღონისძიების მიზანი მოსახლეობაში ეკოცნობიერების ამაღლება იყო.

სემინარი ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა და მას კორპუსის ამხანაგობების წევრებთან ერთად, თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნუგზარ თათეშვილმა მონაწილეებს აუხსნა, როგორ შეიძლება გახდეს საცხოვრებელი სახლი უფრო ენერგოეფექტური, რისი საშუალებითაც ბუნებას ნაკლები ზიანი მიადგება და მოქალაქეებსაც კომუნალური ხარჯები მკვეთრად შეუმცირდებათ.

კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური გამოწვევები ნახატებში ასახეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

კლიმატის ცვლილებების კვირეული 27 სექტემბრიდან ოთხ ოქტომბრამდე გაგრძელდება. თარიღი საქართველოს 12 ქალაქში აღინიშება.

| Print |