საზოგადოება
"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - ვინ არის გრეტა თუნბერგი
16 წლის შვედ გოგონას გრეტა თუნმბერგს თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს - გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე.

ის გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა.
,,ადამიანები იტანჯებიან, ადამიანები იხოცებიან. მთელი ეკოსისტემა ინგრევა, ჩვენ მასობრივი გადაშენების პირას ვიმყოფებით. ამ დროს, თქვენ ლაპარაკობთ ფულზე და ჰყვებით ზღაპრებს მუდმივ ეკონომიკურ ზრდაზე“.

თუნბერგმა განაცხადა, რომ პოლიტიოსებმა მას ბავშვობა „ცარიელი სიტყვებით“ მოჰპარეს.
„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ,“ - მიმართა აუდიტორიას 16 წლის მოსწავლემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ლიდერების დაშვებით ნადგურდება ეკოსისტემები, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ „ფული ადარდებთ“ და ჰყვებიან „ზღაპრებს დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე“.

| Print |