საზოგადოება
,,ტრაგედია მოხდება, ეზოში ბავშვები თამაშობენ“ - რა ხდება მებაღიშვილის ქუჩაზე
ახალციხეში, მებაღიშვილის ქუჩაზე მდებარე ელექტროენერგიის დგარი გადახრილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ მცირეწლოვანი ბავშვები თამაშობენ და ისინი საფრთხის წინაშე არიან. ქარიან ამინდში გადახრილი ბოძი ირხევა, მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა დგარი წაიქცეს.

,,ტრაგედია მოხდება. ეზოში ბავშვები თამაშობენ და ძალიან საშიშია. შეიძლება ისე გადაიხაროს, რომ ჩემს სახლსაც დაეცეს“, - წუხს ადილობრივი ჰასმიკ მალხასიანი.

მან ახალციხის ახდგილობრივ მერიას წერილობით მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს უშედეგოდ.

,,ენერგო-პროდან ვინც დადის, მასაც ვუთხარით, რომ ეს პრობლემა გვაწუხებდა, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა,“- ყვება ჰასმიკ მალხასიანი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფრომაციით, ელექტრო ენერგიის დგარი 4 წელია რაც ამ მდგომარეობაშია. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივებმა დგარი რკინის მავთულით გაამაგრეს.  

TV9NEWS.GE ენერგო პროს დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული დგარი მომდევნო კვირას შეიცვლება.

| Print |