საზოგადოება
სილამაზის მსოფლიო კონკურსში ახალქალაქელებმა გაიმარჯვეს
27 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ კუშადასში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში "პატარა პრინცი და პრინცესა სამყარო" კაროლინამ და არტიუშ აივაზიანმა გაიმარჯვეს. მათ 5 ტიტული მოიპოვეს.

არტიუშ აივაზიანმა მოიგო შემდეგი ტიტულები: ”საუკეთესოთა შორის საუკეთესო” და ”მსოფლიოს პატარა პრინცი”.

კაროლინა აივაზიანი გახდა "სამყაროს პრინცესა" (მის პრინცესა სამყარო), კაროლინამ ასევე მიიღო ტიტულები "მის სიმპათია" (Miss Sympathy WLBF) და "მის ნიჭი" (Miss Talent).

კონკურსი კუშადასში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე გაიმართა. სილამაზის კონკურსში ახალქალაქელი ბავშვები სომხეთის სახელით მონაწილეობდნენ.
წყარო: Nor.ge

| Print |