საზოგადოება
აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც წესით არ უნდა არსებულიყო
ასტრონომებმა ისეთი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერული თეორიების მიხედვით, არ უნდა არსებულიყო, - წერს BBC.
მას უკვე უწოდეს სახელი - „წითელი ჯუჯა“.

კერძოდ, იუპიტერის მსგავსი პლანეტა უჩვეულოდ დიდია და ის დედამიწიდან 284 ტრილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის სწორედ უზარმაზარი დაშორების გამო გამორჩათ.

მკვლევარებმა მასზე დაკვირვებისთვის ესპანეთსა და აშშ-ში მდებარე ტელესკოპები გამოიყენეს.

როგორც ამბობენ, პლანეტას სიდიდის გამო ვარსკვლავებთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე - პლანეტებთან. მაგალითისთვის, „წითელ ჯუჯასთან“ ახლოს მყოფი ვარსკვლავი მასზე მხოლოდ 270-ჯერ დიდია, მაშინ როცა მზე პლანეტა იუპიტერზე - 1,050-ჯერ.
ფოტო: shutterstock.com
წყარო: https://imedinews.ge



| Print |