საზოგადოება
რა თემაზე იმსჯელა ლევან ბერძენიშვილმა ახალციხეში
დღეს, 29 სექტემბერს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საჯარო ლექცია ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა. შეხვედრა ,,უწყვეტი განათლების კონცეფციის შესახებ“ ოთხი საათი გაგრძელდა.

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია ახალი კურსების პოპულარიზაცია, რისთვისაც საჯარო ლექციებს ჩაატარებს.

,,ახალ სასწავლო ეტაპს ვიწყებთ, ახალი კურსები გავხსენით. ზრდასრულთა განათლებისა და უწყვეტი განათლების კონცეფციის პოპულარიზაცია გვინდა“,
- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი თამუნა კაპანაძე.

ლევან ბერძენიშვილი საზოგადოებამ სოციალური გამოკითხვის შედეგად შეარჩია. მონაწილეები კი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ფეისბუქ გვერდის მეშვებოთ აარჩია.

საჯარო ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

| Print |