საზოგადოება
ჯავახეთში ერთადერთი ფლამინგო მოკვდა
ვარდისფერი ფლამინგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის ეროვნულ პარკში იპოვეს, მოკვდა.

ფრინველი რამდენიმე დღის წინ, პარკის რეინჯერმა, გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარებაც გაუწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფლამინგო დაუძლურებული იყო.


სავარაუდოდ, ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ეს სახეობა ჯავახეთის პარკში არ ბინადრობს, თუმცა ეს ამ ტერიტორიაზე ფლამინგოს გამოჩენის პირველი შემთხვევა არაა. ჯავახეთის ზეგანზე გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა.

ფლამინგოები გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.
| Print |
თეგები: ფლამინგო /