უპატრონო მიცვალებულებს 500 ლარად ასაფლავებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უპატრონო, გაჭირვებულ, დევნილ და ვეტერან მიცვალებულებს 500 ლარად ასაფლავებს.
მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის, ინგა დიაკონოვას თქმით, თანხა სასახლის, სუდარისა და სასაფლაოს ხარჯებს ხმარდება.
,,ბარიერი არ არსებობს, თუ მიცვალებული უპატრონოა და მას არ ჰყავს დამმარხავი მუნიციპალიტეტს აქვს თანხა გამოყოფილი და ვეხმარებით. აქ არ შედის ქელეხის და გასვენების ფული“, - ამბობს ინგა დიაკონოვა.
არსებული სოციალური პაკეტი 2014 წლიდან დღემდე ფუნქიცონირებს. 2019 წელს სოციალური პაკეტით 10 მიცვალებული დაიკრძალა.