საზოგადოება
,,გზის გადარეცხვა დღეში რამდენჯერმეა საჭირო“ - რა ხდება ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე
მესამე თვეა, რაც ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები ახალქალაქიდან დაიწყო. გამოიცვალა ბორდიური და ასფალტი. მოგვიანებით გზაც მოიხრეშა.

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე უწევთ ამ გზაზე გადაადგილება, ამბობენ, რომ გზას არავინ რეცხავს.

„ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელია, მაგრამ გზის გადარეცხვა დღეში რამდენჯერმეა საჭირო. ქუჩები ძალიან დაბინძურებულია“,- ამბობენ ადგილობრივები.

ახალქალაქის მაცხოვრებლები, რომელთა მაღაზიები ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, პრობლების მოგვარების მიზნით გზას თავად რეცხავენ.

„ჯავახქ-ავტოგაზის“ კომპანიის დირექტორის ნოდარ ინასარიძის თქმით, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთზე, სარემონტო სამუშაოები ათ დღეში დასრულდება. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დაახლოებით ორ კილომეტრზე ასფალტის დაგებას ითვალისწინებს.

| Print |