საზოგადოება
,,მალე აბასთუმნის ობსერვატორიით ყველა იამაყებს" - თეიმურაზ კვერნაძე
მკვლევარი, საქართველოს ასტრონომიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ კვერნაძე დარწმუნებულია, რომ აბასთუმნის ობსერვატორიას იმდენად დიდი პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდება. თეიმურაზ კვერნაძის თქმით, მალე აბასთუმნის ობსერვატორიით ყველა იამაყებს.

„შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც ჩვენ მრავალი წელი ვიბრძოდით. მივმართეთ ყველა ინსტანციას, დავწერეთ უამრავი წერილი და გავმართეთ შეხვედრები. ჩავატარეთ კრება, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა აღდგეს სსიპ-ი და ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ობსერვატორიის 40-ზე მეტმა თანამშრომელმა. პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ობსერვატორიას საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად აქცევს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ობსერვატორიის სსიპ-ად ჩამოყალიბებას მისი მეტად განვითარება მოჰყვება. დღემდე ობსერვატორია გადავაქციეთ უნივერსიტეტის დონის ობსერვატორიად, რაც მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა ვიამაყებთ აბასთუმნის ობსერვატორიით”, - აცხადებს თეიმურაზ კვერნაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავცრელებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორია გამოეყოფა და განათლების სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბდება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, სსიპ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ფუძნდება და საქართველოს აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს სსიპ-ად ყალიბდება.


ასევე, დაგაინტერესებთ:
| Print |