საზოგადოება
გია ყანჩელის სახელი თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება
თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, რომ თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ საკრებულო ინფორმაციას ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ, მთელს საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

თბილისის საკრებულო უსამძიმრებს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს,”
- ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |
თეგები: გია ყანჩელი /