საზოგადოება
ნათენაძის ქუჩაზე მამაკაცმა მეგობარი ქალი სცემა
ახალციხეში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი სცემა.

შემთხვევა ნათენაძის ქუჩაზე, 3 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

,,მამაკაცმა მოაკითხა, ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ გარეთ გაიყვანა და ქუჩაში, სახალხოდ სცემა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

,,მამაკაცი ახალციხის მკვიდრი არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე და 178–ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ძარცვას გულისხმობს“ –განუცხადეს TV9NEWS.GE-ს შსს-ში.

| Print |