საზოგადოება
"ბორჯომის" ურბანულ პროექტში ახალციხეც ჩაერთო

 

#ქალაქიხასიათით - პროექტის ფარგლებში კომპანია "ბორჯომის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში ახალციხელებიც ჩაერთვნენ.

პროექტის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებთან გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ ახალციხელს შეუძლია.

გადაიღე ვიდეო, ან შექმენი ფოტოკოლაჟი შენი ქალაქის - ახალციხის შესახებ, როგორ ხედავ და გრძნობ შენი ქალაქის ხასიათს. კადრში უნდა ჩანდეს მინერალური წყალი "ბორჯომი".

განათავსე ნამუშევარი საკუთარ Facebook ან Instagram გვერდზე და მონიშნე ბორჯომის ოფიციალური Facebook და Instagram გვერდები.

გამოქვეყნებისას მიუთითეთ ადგილმდებარეობა და გამოიყენეთ ჰეშთეგები #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი #დაახასიათეშენიქალაქი.

ასევე ნამუშევარი გააგზავნეთ ელ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ორ კატეგორიაში - პროფესიონალი და მოყვარული. კონკურსის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის და პრიზების შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://qalaqikhasiatit.borjomi.com

 

| Print |