საზოგადოება
ნახეთ, როგორ აღნიშნეს პენსიონერმა მასწავლებლებმა სკოლის დატოვება (ფოტო რეპორტაჟი)
პენსიონერი პედაგოგებისთვის ახალციხეში ღონისძიება გაიმართა. 

ახალციხის მერიამ პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებლებს უმასპინძლა. 92 პედაგოგს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდო მიიღო, თვითმმართველობისგან სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიება ახალციხის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა.

პენსიონერ პედაგოგებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის კულტურის სამსახურმა მასწავლებლები თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სპექტაკლზე მიიპატიჟა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 92 მასწავლებელია, რომლებმაც სკოლიდან წასვლა ნებაყოფლობითი გადაწყვიტეს.

ისინი ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

ასევე, ნახეთ:
| Print |