საზოგადოება
დავით გაბოძეს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება
2011 წლის იანვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ეტლს მიეჯაჭვა და მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 34 წლის, დავით გაბოძემ, რომელსაც მეგობრები ,,ჭიას" სახელით იცნობენ, მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა.

ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის" ოპერატორი და ავარიის შემდეგ უკვე მემონტაჟე, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ორგანიზაციაში 2019 წლამდე მუშაობდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს იგი საზოგადოებისგან თავად საჭიროებს დახმარებას.


ვირუსის შედეგად, კი გაუჩნდა ნაწოლები ორივე გვერდზე, საშარდე ბუშტში ჩადგმული მილების გარშემო ადგილები დაჩირქდა, რის შედეგად განვითარდა სეფსისი. მისუსტებული ,,ჭია" ოჯახმა მკურნალობაზე დაითანხმა, თუმცა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად მას თანხა ჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

საქართველოს ბანკში, დავით გაბოძეს სახელზე გახსნილია ანგარიში. თქვენგან გადარიცხული 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია.

საქართველოს ბანკი; მიმღები დავით გაბოძე

GE10BG0000000302243900
| Print |