საზოგადოება
ფერადი ბურთები - დაფარული საფრთხე ბავშვებისთვის
ფერადი, გამჭვირვალე ჰიდროგელის ბურთები სახლში ხშირად გამოიყენება აკვაგრუნტის და დეკორატიული მცენარეებისთვის. თუმცა სულ რომ არ მოელით, ისე შეიძლება მან საფრთხე შექმნას.

  • ისინი ლამაზია და იქცევს ბავშვების ყურადღებას.
  • ჰიდროგელი-პოლიმერული ნივთიერებაა, რომლის გრანულები იწოვს დიდი რაოდენობით სითხეს. ბავშვებისთვის საშიშროებას წარმოადგენს მისი გადაყლაპვა, რადგან ამან შეიძლება ნაწლავის სანათურის გადაკეტვა გამოიწვიოს.
  • გარდა ამისა, ჰიდროგელის ბურთულები ბავშვებს შეიძლება კანფეტები ეგონოთ.
  • მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რადგან რაც შეიძლება მოარიდონ ბავშვების თვალთახედვის არეს. ასევე გააფრთხილეთ ნაცნობები და მეგობრები.




| Print |