საზოგადოება
ახალქალაქის სამხედრო დასახლებაში ხანძარია
ახალქალაქის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ბალახი იწვის, ცეცხლი საცხოვრებელ ნაწილზეც ვრცელდება.

ყოფილი სამხედრო ქალაქის არასაცხოვრებელ ნაწილში მშრალი ბალახი იწვის. ხანძარი სწრაფად ვრცელდება, შესაძლებელია საცხოვრებელ კორპუსებამდეც მიაღწიოს.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურს ქალაქის მაცხოვრებლებმა აცნობეს. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხანძარი ჯერ კიდევ ლოკალიზებული არ არის.
წყარო: Jnews.ge
| Print |