საზოგადოება
საყინულის გამოყენების 11 არასტანდარტული ხერხი
მაცივრის საყინულე კამერა პირველად გასული საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა, დღეს კი თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ საყინულეში პროდუქტების დიდი ხნით შენახვაა შესაძლებელი, თუმცა ადამიანებმა, რომელთაც ექსპერიმენტები იზიდავთ, საყინულე კამერას სხვა, არასტანდარტული დანიშნულებაც მოუძებნეს:

1. ყველის მიღება კეფირიდან

სულ ერთი ღამის განმავლობაში, ერთი ინგრედიენტისგან შეგიძლიათ უნაზესი ყველი მიიღოთ ბუტერბროდებისთვის, რომელსაც იმ კერძებშიც გამოიყენებთ, რომლებსაც ყველი "მასკარპონე" ან ყველი “ფილადელფია" სჭირდება.

მოათავსეთ საყინულეში კეფირი
და დატოვეთ მთელი ღამე. შემდეგ წარმოქმნილი ბრიკეტი გადაიტანეთ მარლაში და შედგით მაცივარში, რომ თანდათან ჩამოიწუროს შრატი. მარლაში დარჩენილი ყველისმაგვარი მასა კი კონტეინერში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მარილი ან სუნელებიც დაამატოთ.
2. ცვილით დასვრილი ნივთები

სასანთლეები ან სხვა ნივთები, რომლებიც ცვილითაა დასვრილი, ერთი ღამით საყინულეში დატოვეთ. ამის შემდეგ დასვრილი ადგილიდან ცვილის მოცილებას ძალიან ადვილად შეძლებთ ხელითაც კი. ანალოგიურად შეძლებთ სამოსზე მიწებებული კევისა და სანთლის ნაღვენთის მოცილებას.

3. ვიწრო ფეხსაცმელი
ვიწრო ფეხსაცმელში მოათავსეთ ცელოფნის სქელი პაკეტები, რომლებშიც წყალს ჩაასხამთ. დატოვეთ საყინულეში ერთი ღამით. წყალი გაიყინება და ყინული ფეხსაცმელს გააფართოებს. მეორე დღეს, საყინულიდან გამოღების შემდეგ, დაიცადეთ ნახევარი საათით და შემდეგ პაკეტები ფეხსაცმლიდან შეგიძლიათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ამოიღოთ.

4. სვიტერი

რბილი და ფაფუკი ანგორის ძაფისგან მოქსოვილ სვიტერებს ერთი ნაკლი აქვს: მათგან “ბეწვი" გადადის და თქვენი დანარჩენი ტანსაცმელი ისე გამოიყურება, თითქოს ზედ კატას ეძინა.

ჩადეთ სვიტერი პოლიეთილენის პარკში და 5 საათით მოათავსეთ საყინულეში. შემდეგ გამოიღეთ, დაბერტყეთ და შეათბეთ. დღის განმავლობაში “ბეწვების" რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

უხეში სვიტერი, რომელიც “იკბინება", ასევე ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და მთელი ღამით დატოვეთ საყინულეში. დილით კი ჩადეთ თბილ წყალში. ეს პროცედურა ნაქსოვს საგრძნობლად დაარბილებს.

5. სამზარეულოს ცელოფანი

თუ რულონიდან ცელოფნის გამოცალკევება გიჭირთ და გამუდმებით გეხევათ თუ გებურდებათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. მოათავსეთ საყინულეში და მსგავსი პრობლემები აღარასოდეს შეგაწუხებთ.
| Print |