საზოგადოება
,,გასაღებს ფანჯარაში ვდებ, უცებ რომ მოვკვდე, კარჩაკეტილში არ დავრჩე" - მარტოხელა მოხუცი ახალციხიდან (ვიდეო)
ჟენია ტატალაშვილი ზამთრისთვის ჩექმის ყიდვას ვერც ამ ზამთარს შეძლებს.

მარტოხელა ქალი თავის გატანას  სხვების დახმარებით ახერხებს. მოხუცი პენსიონერი ნახევრადდანგრეულ სახლში ცხოვრობს.

ძირითადად, მეზობლებისა და კეთილი ადამიანების იმედზეა.

სოციალური დახმარება მაღალი ქულის გამო მოეხსნა.

მეზობლებთან ნათქვამი აქვს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში გასაღები ფანჯარაზე იქნება.
| Print |