საზოგადოება
გარდაცვლილი და-ძმის დედის მდგომარეობა მძიმეა
გარდაცვლილი და-ძმის დედა ახალციხიდან გამოძახებულმა რეანომობილმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის მედპერსონალმა TV9NEWS.GE-ს განუცხადა, ნელი გორგოძის მდგომარეობა მძიმეა.

,,პაციენტი ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა" - გვითხრეს ღუდუშაურის კლინიკაში.

28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |