საზოგადოება
ახალციხეში ახალგაზრდული კლუბების დახურვის ცერემონია გაიმართა

 

ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრდული კლუბების SKYE PERFECTION- ისა და SKYE VISION-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

კლუბის წევრებმა, პრექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ვიდეო კოლაჟები წარმოადგინეს. კლუბები პროექტის - "ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის" ფარგლებში იყვნენ ჩამოყალიბებული.

ღონისძიებას პროექტის, საგანმანათლებლო დაწესებულების და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს, ახალგაზრდებსა და პროექტის ყველა პარტნიორს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრა სქაი ვიჟენის ფლეშმობით დასრულდა.

პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ოთხ რეგიონში, SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით განხორციელდა.

 

| Print |